DSCN2103+1

ოლიმპიური დღე ტყიბულში მძლეოსნური გარბენით აღინიშნა

  საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ტყიბულში მასობრივი მძლეოსნური გარბენი მოეწყო. აღნიშნული სპორტული აქტივობა 23 ივნისს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად ხორციელდება.

  ჩვენს ქალაქში მარათონმა სტარტი ა.(ა).ი.პ. ,,სპორტული ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და სასტუმრო „ტყიბულთან,“ ფინიშის ხაზთან, დასრულდა.

  მონაწილეებმა 800-მდე გრძივი მეტრის მონაკვეთი დაფარეს. ღონისძიებაში ჩართული იყო 60-მდე მოასპარეზე. ძირითადად ადგილობრივი სპორტული სექციების აღსაზრდელები, როგორც ვაჟები, ისე გოგონები. მათ მსაჯობას სპორტული ცენტრის მწვრთნელები უწევდნენ.

  ოლიმპიურ გარბენში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და ათეულში გასული ახალგაზრდები.

  გოგონებში I ადგილი ანანო გურგენიძე დაიკავა, II კი - ნინო გაბელაშვილმა.

  ვაჟებში I - ჯანო ჯანაშია, II - ვაჟა გურგენიძე, III - არჩილ როინიშვილი. ათეულში მოხვდნენ: თორნიკე ცირეკიძე, გიორგი კლდიაშვილი, მერაბ გაბრიაძე, გიორგი ცნობილაძე, ალექსანდრე კუპატაძე.     

  პირველი და მეორე ადგილების მფლობელები ოლიმპიური კომიტეტისაგან წიგნებით, მაისურებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ათეულში გასულ ყველა მონაწილეს მაისურები და სიგელები გადაეცა.

  სპორტული მარათონი ტყიბულში, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი - ალეკო ბიბილაშვილი) ორგანიზებით ჩატარდა.

  მსაჯების შერჩევა, ასევე, თანამშრომელთა და სპორტსმენთა ღონისძიებაში აქტიური ჩართულობა სპორტულმა ცენტრმა (დირექტორი - ვარლამ კობახიძე) უზრუნველჰყო.

მარი ბაბუხადია

DSCN2082+1 DSCN2084+1 DSCN2102+1 DSCN2104+1 DSCN2105+1 DSCN2107+1 DSCN2108+1 DSCN2110+1