ნიკოლოზ ფორჩხიძისა და ფრიდონ ბრეგაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან 10 წელი გავიდა. რუსეთ-საქართველოს ომში სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გმირულად დაღუპული მებრძოლები, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყიბულშიც გაიხსენეს.

  მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მერის I-მა მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით კუბლაშვილმა, აგვისტოს ომის გმირების, ნიკოლოზ (ნუკრი) ფორჩხიძისა და ფრიდონ ბრეგაძის, საფლავები, მათ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.  მუნიციპალიტეტის მერიამ დაღუპულთა ოჯახებს ფულადი დახმარება, 500-500 ლარის ოდენობით, გაუწია. ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, საწირის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ძიროვნიდან და ფრიდონ ბრეგაძე ხრესილის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ბუეთიდან, საქართველოს ერთიანობისათვის 11 აგვისტოს დაიღუპნენ. ნიკოლოზი შინდისის გმირთაგან ერთ-ერთია, ვინც სამშობლოსათვის უთანასწორო ბრძოლას შეეწირა.

  8 აგვისტოს, საწირის კულტურის სახლის ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით „შინდისის გმირები“ გაიმართა. მასში ჩართული იყვნენ საწირის კულტურის სახლისა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და საწირის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მონაწილეებმა საქართველოს ერთიანობისათვის თავგანწირულ ჯარისკაცებს პატრიოტული ლექსები დიდი სიყვარულითა და მოწიწებით მიუძღვნეს. მათ აგვისტოს ომის ეპიზოდების გადმოცემითა და ვიდეოკადრებით კიდევ ერთხელ გაახსენეს დამსწრე საზოგადოებას ტკივილიანი დღეები. მწუხარებითა და იმავდროულად, სიამაყით გაიხსენეს შინდისის უთანასწორი ბრძოლაში გარდაცვლილი 17 გმირი, რომელთა შორისაა ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ნიკოლოზ ფორჩხიძე.

  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 170 სამხედრო მოსამსახურე, 228 საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, 1 747 კი, დაიჭრა. თითქმის 150 ათასმა ადამიანმა საკუთარი სახლები იძულებით დატოვა.

  საწირის კულტურის სახლის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის ობიექტების გაერთიანებისა და სხვა წარმომადგენლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

მარი ბაბუხადია

9 thoughts on “ნიკოლოზ ფორჩხიძისა და ფრიდონ ბრეგაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

  1. Уведомление: medicine keflex
  2. Уведомление: augmentin sirop
  3. Уведомление: clindamycin antibiotic
  4. Уведомление: keflex generation
  5. Уведомление: fish azithromycin
  6. Уведомление: celebrex addictive
  7. Уведомление: 2pneumonia
  8. Уведомление: 3uninhabited
  9. Уведомление: sildenafil

კომენტარები გამორთულია