ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მიერ, საჭადრაკო კლუბში, ნარდში საქალაქო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელიც ამავე უწყების ინიციატივით ყოველწლიურად ეწყობა.
პირად შეჯიბრებაში 16 მსურველი მოასპარეზე ჩაერთო. ფინალურ შეხვედრაში გამარჯვებული გამოვლინდა - ლევან ბუბაშვილი, ხოლო II საპრიზო ადგილი - ვალერ კობახიძემ, III-კი მამუკა ქათამაძემ მოიპოვეს. სამივე მონაწილე სპორტული ცენტრისაგან, ფასიანი საჩუქრებით, სამახსოვრო სუვენირებით, დაჯილდოვდა.
მარი ბაბუხადია
20 thoughts on “ნარდის ჩემპიონატში გამარჯვებული ლევან ბუბაშვილი გახდა”
კომენტარები გამორთულია