muxura+++

ნამქერში მოყოლილი „E-100“ „საქნახშირის“ მექანიზმთან ერთად აგრძელებს გაწმენდით სამუშაოებს

  4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები. 8 კილომეტრიანი მონაკვეთის გასუფთავების შემდეგ შესაძლებელი გახდა თოვლის საფარის ქვეშ, რამდენიმე დღის მანძილზე, მოქცეული ტრაქტორის, ე.წ. „E-100-სა“ და ავტომანქანა „ZIL-131-ის“ გამოყვანა. ამ მომენტისათვის ორივე მექანიზმი გამართულ მდგომარეობაშია და განაგრძობს მუშაობას. 11 კმ-იანი გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით სრული მიმოსვლა რამდენიმე დღეში იქნება აღდგენილი.

ნათია მურუსიძე