„ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესაფერისი და სტიმულირებული გარემოსათვის“, - ამ სახელწოდების პროექტი თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორგანიზაციამ, „ნაბიჯი ტყიბულმა“, მისი ხელმძღვანლის, გიგა სოფრომაძის, ინიციატივით განახორციელა.
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „PIN~ისა“ და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით სასწავლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრს, „იმედის სხივს“, სხვადასხვა ინვენტარი გადაეცა. ღონისძიებას თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ნათია მურუსიძე
ანი კახიძე