მძლეოსნური გარბენი ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით

   ყოველი წლის 23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მასობრივი მძლეოსნური გარბენი ეწყობა. ამ აქციას ტყიბულის მუნიციპალიტეტიც უერთდება. კროსში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიების მონაწილეები დღის 12 საათზე სტარტს `სპორტული ცენტრის” მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებენ და სარბენ მანძილს სასტუმრო `ტყიბულამდე” დაფარავენ.
შეჯიბრებას ორგანიზებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური გაუწევს. მძლეოსნური გარბენის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სპეციალური პრიზები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატები გადაეცემათ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის
განათლების, კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.