23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც მთელ მსოფლიოსთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტმაც აღნიშნა. მოეწყო მძლეოსნური გარბენი და შეჯიბრი სწრაფ ცურვაში.
სპორტულ აქტივობებში 70-მდე მოყვარული მონაწილეობდა. გამარჯვებულები და პრიზიორები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით, სიმბოლური სუვენირებით დასაჩუქრდნენ.
ღონისძიებას ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია