სოფელ მუხურაში თანამედროვე ტიპისა და მაღალი სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 2 მილიონ 200 ათასი ლარის ღირებულების პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს კი შ.პ.ს „არქი-კულტურა“ აწარმოებს.
როგორც კონტრაქტორი კომპანიის, მენეჯერმა სერგო საღინაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელება ძლიერმა წვიმებმა შეაფერხა და მასშტაბური ობიექტი, დასრულებული სახით, სექტემბრის ბოლოსთვის ჩაბარდება.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია