ელისო111

მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს მაღალმთიანობის სტატუსი ენიჭება

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: კისორეთს, გურნას, ცუცხვათს, მუხურას და ძმუისს საქართველოს პარლამენტის წევრის, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის, ინიციატივითა და ძალისხმევით მაღალმთიანი სოფლების სტატუსი მიენიჭება.

  სოციალური ქსელის პირად „Facebook - ის" გვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის პოსტი, სადაც მაჟორიტარი დეპუტატი მადლობას უხდის, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში, საქართველოს პრემიერ- მინისტრს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მთის საბჭოს:

  „ახლახანს მაცნობეს, რომ მაღალმთიანი სოფლების სტატუსი მიენიჭება ტყიბულის რაიონის ხუთ სოფელს: კისორეთს, გურნას, ცუცხვათს, მუხურას და ძმუისს. უზომოდ გახარებული ვარ. მადლობა პრემიერს, მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მთის საბჭოს".