ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში, დასავლეთ საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის მიერ ორგანიზებული, ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ხუთი საჯარო სკოლის გუნდი იღებდა: ახალსოფლის - „სიკრიჭიები,“ კურსების - „შოკი,“ ორპირის - „იუმ-2,“ გელათის - „ვირუსი,“ N6 სკოლის - „ტაში-ტუში.“ ღონისძიება გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა. საკონკურსო პროგრამას ხუთკაციანი ჟიური აფასებდა.
გამარჯვებული კურსების - „შოკი“ გახდა, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან 200 ლარით დაჯილდოვდა. II ადგილზე N6 სკოლის - „ტაში-ტუში“ გავიდა და პრიზად 100 ლარი მიიღო. III-ზე კი - ორპირის - „იუმ-2“ დასახელდა და მას ფასიანი საჩუქარი ხვდა წილად.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “„მსკ-ის“ გამარჯვებულად კურსების „შოკი“ დასახელდა”
კომენტარები გამორთულია