მოწამეთაში ტურისტული ზონების კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულდა

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში,  ,,მოწამეთის“ მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა. პროექტი ითვალისწინებდა გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემისა და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას. იგი  მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.4 მილიონი ლარია. პროექტის მიზანია  ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

დასრულებული სამუშაოები ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის  მერმა, თემურ ჩუბინიძემ, დაათვალიერეს.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.