ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, 260 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. იგი პედაგოგ ნინო აბესაძეს, რომელსაც უკავშირდება ღონისძიების ჩატარების ინიციატივა, სკოლის აღსაზრდელებთან, ნიკოლოზ დონაძესთან და გოგა ქართველიშვილთან, ერთად მიჰყავდა.
საფორტეპიანო და საგუნდო განყოფილებების, ასევე, ფლეიტისა და ვიოლინოს კლასის მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ მისცეს დამსწრე აუდიტორიას საშუალება, კლასიკოსი კომპოზიტორის შემოქმედებით დამტკბარიყვნენ.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია