4444

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

  ა/წ 13 ივნისს, 18 საათზე, ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის“ სცენაზე გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით - „რასაცა გასცემ შენია,“ რომელიც ტარდება სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად.
ამავე დღეს 17 საათზე თეატრის ფოიეში იგეგმება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა. მყიდველთა მიერ გაღებული თანხა გახდება პირველი შესაწირი მძიმე სენით შეჭირვებული მოზარდების სიცოცხლის გადასარჩენად.
„ნეტარ არს, რომელმან გულისხმა–ჰყოს გლახაკისა და დავრდომილისაი, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან“.
შემოგვიერთდით, გავერთიანდეთ, ღვთის სიყვარულით, მოყვასის დასახმარებლად. ადამიანს სიკეთის გარდა ვერაფერი მიაქვს ამა სოფლიდან.
ბერი ანდრიას ანდერძი ერთად აღვასრულოთ.
მადლი გიმრავლოთ უფალმა.


ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი“