მოქალაქეების მიღება საქართველოს პარლამენტში

  ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, მოქალაქეებთან შეხვედრა, ამჯერად, საკანონმდებლო ორგანოში შედგა. დეპუტატმა, სესიებს შორის გამოთავისუფლებული დროის მონაკვეთში, 18 ადამიანის მიღება შეძლო. საკითხების ძირითადი ნაწილი დასაქმებას, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს და სოციალურ სფეროს შეეხებოდა.

  დღემდე მაჟორიტარი დეპუტატის ტყიბულის ბიუროში 195-მდე ინდივიდუალური განცხადებაა დაფიქსირებული. აქედან პრობლემების უმეტესი ნაწილი მოგვარებულია. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც ეტაპობრივად გაიმართება.

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “მოქალაქეების მიღება საქართველოს პარლამენტში

  1. Уведомление: 3predominant

კომენტარები გამორთულია