მოსწავლეთა სასახლეში კითხვის ოსტატს შეხვედრა მოუწყვეს

  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულმა სალონმა სცენიდან კითხვის ოსტატს, ელდინო საღარაძეს, უმასპინძლა. 

  საპატიო სტუმრის წინაშე ნორჩი დეკლამატორები საგანგებოდ მოემზადნენ და დიდი სიყვარულით წაიკითხეს ქართული პოეზიის შედევრები, თუ თანამედროვე ლექსები. მან კი შეკრებილთ საკუთარი პოეზია გააცნო.

  შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი მსმენელი მსახიობს მომავალში კვლავ ჩვენს ქალაქში შეხვედრის იმედით დაემშვიდობა.

მარი ბაბუხადია

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.