მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საზეიმო ღონისძიება მიუძღვნა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები, სასახლის დეკლამატორები, სოლოს შემსრულებლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები.
კონცერტი სიახლით გამოირჩეოდა: საზეიმო ვითარებაში „წარმატებული სასახლელის“ წოდება მიენიჭათ და საპატიო დიპლომები გადაეცათ ღვაწლმოსილ მოქალაქეებსა და სასახლის დამსახურებულ პედაგოგებს. მადლობის სიგელებით კი 2016 წლის წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ.
გრანდიოზული ღონისძიება ფრანებითა და მრავალფერადი ფოიერვერკით დასრულდა.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “მოსწავლეთა სასახლემ 1 ივნისი გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნა”
კომენტარები გამორთულია