მოსწავლეთა სასახლემ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას უმასპინძლა

  მოსწავლეთა 70-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში ტყიბულის საჯარო სკოლები წელსაც აქტიურად მონაწილეობენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ 27-მდე სხვადასხვა საგნობრივ სექციაში მე-2 ტურს უმასპინძლა, სადაც საკონფერენციო კომისიის მიერ მოხდა ნაშრომების გადარჩევა დასკვნითი ეტაპისათვის, რომელიც თბილისის მოსწავლეთა ეროვნულ სასახლეში გაიმართება.

  კონფერენციაში ჩართული არიან ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან VIII - XII კლასელები და მისი მიზანია, ახალგაზრდებში დამოუკიდებელი კვლევისა და ანალიზის უნარის განვითარება.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.