17670981_10208748192122752_479376314_n

მოსახლეობის საყურადღებოდ!

  „მაკულიტერატურა“ არის პროექტი, რომელიც უნიკალურ შანსს აძლევს მოსახლეობას, გაცვალოს მაკულატურა ახალ წიგნებში. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ გარემო - უამრავი ქაღალდი, ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.

  „მაკულიტერატურა“ აქციებს მართავს რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა ჩააბაროს ძველი წიგნები, გაზეთები, ჟურნალები, რვეულები, სანაცვლოდ კი ადგილზე აირჩიოს გამომცემლობა „პალიტრა L" - ის ახალი გამოცემები. 1 კგ. ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი მიიღებს 1 ქულას, ანუ ერთ ვირტუალურ „ნერგს”. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი „ნერგების” რაოდენობა, რომელიც მერყეობს 4-დან - 100 „ნერგამდე”.

  ტყიბულში აქცია გაიმართება 3 აპრილს, კარლო ლომაძის მოედანზე (თეატრთან), 12:00-დან 17:00 სთ-მდე.

  ჩვენი ვებ გვერდის მისამართია, www.makuliteratura.ge სადაც შეგიძლიათ, მოიძიოთ უფრო დეტალური ინფორმაცია. საკონტაქტო ნომერი: 599 26 46 64

სოფო ბუაძე,

„მაკულიტერატურას“ პროექტის მენეჯერი