დაავადებათა კონროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 22-დან - 26 ივნისის ჩათვლით ქალაქ ტყიბულსა და სოფელ ცუხვათში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციურ კვლევას განახორცილებს. რომლის მიზანია საქართველოში ამ დაავადებების გავრცელების შესწავლა, რისკის ფაქტორების გამოვლენა და მოსახლეობის ცოდნის შეფასება. ასევე, მოხდება ინფორმაციის შეგროვება და მოქალაქეებს ჩაუტარდებათ გამოკვლევა C და B ჰეპატიტზე.
კვლევის წარმატებით განსახორცილებლად მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოტივაცია და ჩართულობა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი
კომენტარები გამორთულია