მორიგი სხდომა საკრებულოში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეათე სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს ხელმძღვანელი, თამაზ კუბლაშვილი, თავმჯდომარეობდა. შეხვედრას დეპუტატებთან ერთად, გამგებლის პირველი მოადგილე, შალვა გაბრიაძე და მომხსენებლები ესწრებოდნენ. დღის წესრიგით ხუთი საკითხი იქნა განსახილველად გამოტანილი, რომელთა შორის პირველი - „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტს მოიცავდა, სადაც საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N27-ე დადგენილებაში ცვლილებები იქნა შეტანილი. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ინიცირებული წინადადებით 20 ათასი ლარით შემცირდა საკრებულოს არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი და თანხა გადატანილია სპორტისა და დასვენების ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციის პროგრამაში. აღნიშნული თანხით იგეგმება გელათის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ დამხმარე შენობაში საჭიდაო დარბაზის მოწყობა-რეაბილიტაცია. ასევე, შემცირდა გარე განათების არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი და მთლიანობაში 11 ათას 700 ლარი მიმართული იქნა ბინათმშენებლობის მოვლა-შენახვის პროგრამის სხვადასხვა კაპიტალური ხარჯების მუხლში, სტიქიით დაზიანებული ბინის სახურავის აღდგენის მიზნით.

  2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო სხდომას, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ზაზა ზოსიაშვილმა. წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით იგეგმება 16 მიმართულებით პროექტების განხორციელება, რომელთა დაჯგუფება მოხდა და 7 ლოტად იქნა გატანილი ტენდერზე. ნაწილზე სამუშაოები უკვე დაწყებულია, ხოლო ნაწილში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის პროცესი არ დასრულებულა.

  მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამების შესრულების შესახებ ინფორმაცია გააცნო დამსწრეთ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნელი ქარელმა. 1 იანვრიდან 22 მაისის ჩათვლით გაწეული მუშაობის ანგარიში ინდივიდუალური დახმარების, ახალშობილთა, ვეტერანთა და სხვა ქვეპროგრამებზე გაწეულ ხარჯებს მოიცავდა. მანვე გააცნო დეპუტაციას სიახლე, რომელიც სოციალური სამრეცხაოს მოწყობას გულისხმობს უმწეოთა სასადილოს ბენეფიციართათვის. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

  სხდომაზე მიღებულ იქნა განკარგულების პროექტი - „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიებზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლების მიზნით გზების სიის დამტკიცების შესახებ,“ ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო გეგმაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

  საკრებულოს დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრულ ყველა საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ნათია მურუსიძე

sak02 sak03

229 thoughts on “მორიგი სხდომა საკრებულოში

  1. office software shop.com drawing program website to buy Autocad software office 7 software free download full version with key. npav software 2020 download office suite for mac free engeeeneringu#$sssaunnplus , office guardian software. software origin 2020, free office software ios office therapy software 2020 design software specs. office recovery software for mac office software reviews, radeon software adrenalin 2020 edition crash.

  2. Hello just wanted to give you a quick heads up. The text
    in your article seem to be running off the screen in Safari.

    I'm not sure if this is a format issue or something
    to do with internet browser compatibility but I thought I'd post to let you know.
    The style and design look great though! Hope you
    get the issue resolved soon. Many thanks

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.