მონიტორინგი უმწეოთა სასადილოში

  ტყიბულში უმწეოთა სასადილოში არსებული პირობების გასაცნობად მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მონიტორინგი განახორციელეს. ისინი ბენეფიციარებს გაესაუბრნენ, მათი პრობლემებით დაინტერესდნენ და სერვისის გასაუმჯობესებლად სამომავლო ღონისძიებები დასახეს. თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა კვების ბლოკიც დაათვალიერეს და სანიტარულ-ჰიგიენური პირობებიც შეამოწმეს. რაციონის შემადგენლობისა და მომსახურე პერსონალის მიმართ მადლიერება სტუმრებთან საუბრისას ბენეფიციარებმა პირადად გამოხატეს. ბოლო წელიწადნახევარია მათ სოციალური სამრეცხაოთი სარგებლობის შესაძლებლობაც მიეცათ.

  აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამის უფასო სასადილოს ქვეპროგრამით დღეისათვის 100 ბენეფიციარი სარგებლობს, რომელთა კვებით უზრუნველყოფაც ყოველდღიურად ადგილზე ხდება, ხოლო გადაადგილების უუნარო პირები საკვებს ბინაზე იღებენ. მერია და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური აქ არსებულ მდგომარეობას მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში უწევენ, რაც ბენეფიციართა კმაყოფილებაზეც აისახება.

 ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია