01

მოდი „ღამე მუზეუმში“

  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 27 მაისს, მოეწყობა აქცია - „ღამე მუზეუმში,“ რომლის ფარგლებში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა, ამ დღეს, ღამის 1 საათამდე, უფასოდ ეწვიოს ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. აქ, საგამოფენო დარბაზში, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პერიოდის არაერთი ექსპონანტი, რომელიც არქეოლოგიური კვლევების შედეგად, ოკრიბის ტერიტორიაზე, იქნა აღმოჩენილი.

  მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლიდან აღინიშნება და 150 ქვეყანა, ამ თარიღს, ამა თუ იმ კულტურული ღონისძიებებით ეხმიანება.

  დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მობრძანდნენ ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, შემდეგ მისამართზე: გამსახურდიას ქ. N12-ში, ღონისძიების დასაწყისი 18:00 საათზე.

ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის

კულტურის ობიექტების გაერთიანება“

0203