„მეშახტე" (ტყიბული) 1:0 „ვიტ-ჯორჯია" (თბილისი)
ტყიბულის ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მორიგი ტურის მატჩი გაიმართა, რომელიც დამსახურებულად ტყიბულელთა გამარჯვებით დასრულდა.
ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე საჯარიმო დარტყმით გიორგი გურეშიძემ გაიტანა.
ამ გამარჯვებით „მეშახტემ“ საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა, ამასთანავე ტყიბულელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ, რომელიც 3 დეკემბერს ტყიბულის ცენტრალურ სტადიონზე „მაჭახელას" წინააღმდეგ გაიმართება.
ვულოცავთ „მეშახტეს" ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!..
ბექა აშოთია
1 კომენტარი “მნიშვნელოვანი გამარჯვება ძლიერ მეტოქესთან ”
კომენტარები გამორთულია