ჩვენს ქალაქს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელგუჯა გოცირიძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სამთავრობო დელეგაციამ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელობასთან ერთად, ცალკეული ობიექტები და ადგილები დაათვალიერა და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის აუცილებელი დეტალები განიხილა. მინისტრის ინფორმაციით, უმოკლეს ვადებში, აქ მასშტაბური სარეაბილიტაციო პროცესები დაიწყება, რომლის ფარგლებშიც, „ცხრაჯვარზე,“ ცუცხვათის მღვიმესა და ახალსოფლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკურორტო ზონის მოწყობა იგეგმება.
ნათია მურუსიძე
11 thoughts on “მინისტრი, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ტყიბულის ინფრასტრუქტურით დაინტერესდა”
კომენტარები გამორთულია