„მეშახტის“ სტადიონისა და დაზიანებული ხიდის აღდგენა მიმდინარეობს

  მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მისასვლელი დაზიანებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. 

  ხელმძღვანელმა პირებმა, ამავე დღეს, საფეხბურთო კლუბის, „მეშახტის,“ საწვრთნელი ბაზა მოინახულეს, რომლის რეკონსტრუქციაზე, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 72 ათას 645 ლარი დაიხარჯება. ე.წ. „ძველი სტადიონი“ ექსპლუატაციაში მაისის ბოლოსთვის შევა და „მეშახტე“ საშინაო მატჩებს აქ გამართავს.

მარი ბაბუხადია


 

1 კომენტარი “„მეშახტის“ სტადიონისა და დაზიანებული ხიდის აღდგენა მიმდინარეობს

  1. Уведомление: 3payable

კომენტარები გამორთულია