ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე პირველი ლიგის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა. ტყიბულის „მეშახტემ“ ხონის „იმერეთს“ უმასპინძლა და მასთან გამარჯვება ორქულიანი სხვაობით - 3 : 1 მოიპოვა.
ანგარიში 36-ე წუთზე, მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა, ლაშა ჩაფიძემ, გახსნა. „მეშახტეს“ ეს მნიშვნელოვანი მოგება გოლების ავტორებმა თორნიკე ჯიმშელეიშვილმა, გივი ბრეგაძემ და პატრიკ ასამოამ, მოუტანეს.
სატურნირო ცხრილში ჩვენი გუნდი, 26 ქულით, I-II ადგილს, წყალტუბოს „სამგურალთან“ იყოფს. „მეშახტეს“ 8 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება აქვს.
შემდეგი შეხვედრა, 8 ნოემბერს, სტუმრად ხობის „კოლხეთთან“ გაიმართება, სეზონი კი 24 ნოემბერს ცხინვალის „ლიახვთან“ გასვლითი მატჩით დასრულდება.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “„მეშახტე“ I-II ადგილს „სამგურალთან“ ერთად იყოფს”
კომენტარები გამორთულია