football

„მეშახტე“ მორიგი მატჩისთვის ემზადება

  ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე პირველი ლიგის სეზონის, კალენდარული გრაფიკით გათვალისწინებული, შეხვედრა გაიმართა. ტყიბულის „მეშახტემ“ ამჯერად ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა. ადგილობრივ გუნდს ერთგული მაყურებელი და ფან-კლუბი გულშემატკივრობდნენ. ფეხბურთელებმა საინტერესო და დაძაბული თამაში აჩვენეს, თუმცა მეტოქეთა კარში ბურთის გატანა ვერ შეძლეს და მატჩი ფრედ, ანგარიშით - 0 : 0 დამთავრდა. წინა შეხვედრაც „მეშახტემ“ ოზურგეთის „მერცხალთან“ ფრედ - 2:2 დაასრულა, ხოლო ხონის „იმერეთთან“ - 2 : 0 დამარცხდა.

  დღეისათვის ჩვენი გუნდი პირველი ლიგის სეზონური თამაშების შედეგით წარმატებისათვის ბრძოლას აგრძელებს. მომდევნო კალენდარული მატჩი ადგილობრივ სტადიონზე 30 სექტემბერს „გაგრასთან“ გაიმართება.

მარი ბაბუხადია