„მეშახტემ“ ჩხოროწყუს „სამეგრელო“ 3 - 0 დაამარცხა

  ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე პირველი ლიგის საფეხბურთო სეზონის, მეორე წრის მე-11 კალენდარულ მატჩში ტყიბულის „მეშახტემ“ ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ უმასპინძლა. ჩვენმა გუნდმა გამარჯვება ანგარიშით 3 : 0 მოიპოვა და 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. 

  16 აპრილს „მეშახტე“ წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

 

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია