„მეშახტემ“ „პროლიგა 2-ში“ თამაშის უფლება მოიპოვა

  ტყიბულის „მეშახტემ“ „პროლიგა 2-ში“ თამაშის უფლება მოიპოვა. მან წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართულ I ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში წალენჯიხის „სქური“ 2:0 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. საუკეთესო ბომბარდირმა, ნიკოლოზ ხინთიბიძემ, ანგარიში, 64 წთ-ზე, გახსნა, გიორგი ყურულაშვილის გოლით, კი 67 წთ-ზე სხვაობა, „მეშახტის“ სასარგებლოდ, - 2:0 გახდა.

  2017 წლიდან „მეშახტის“ ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყება. „პროლიგა 2-ში“ სულ 10, მათ შორის, იმერეთის ორი გუნდი, - ტყიბულის „მეშახტე“ და წყალტუბოს „სამგურალი,“ იბრძოლებს წარმატებისათვის.

მარი ბაბუხადია

02 03

1 კომენტარი “„მეშახტემ“ „პროლიგა 2-ში“ თამაშის უფლება მოიპოვა

  1. Уведомление: bahis siteleri

კომენტარები გამორთულია