მეშახტეთა დიდების მემორიალის მშენებლობა მეუფე გიორგიმ აკურთხა

ტყიბულის მუნიციპალიტეტი უკვე ტრადიციულად, აგვისტოს ბოლო კვირა დღეს, მეშახტეთა პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობს. ამ თარიღთან დაკავშირებით თეატრში ერთსაათიანი საკონცერტო პროგრამა გაიმართა. ასევე, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, ქალაქის შემოსასვლელში მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალის მშენებლობის კურთხევა მოხდა, რომელიც თერჯოლა-ტყიბულის მიტროპოლიტმა, მეუფე გიორგიმ (შალამბერიძე) აღავლინა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია