ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, მოადგილესთან გიორგი ლომთაძესთან და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ზაზა ზოსიაშვილთან, ერთად, მერკვილაძის ქუჩაზე მშენებარე წყლის რეზერვუარი დაათვალიერა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებსა და მუშა ჯგუფს გაესაუბრა.
პროექტი მუნიციპალური ფონდის დაკვეთითა და ევროპის გაერთიანების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სრული ღირებულება 8 მილიონ 300 ათასი ლარია. მის ფარგლებში შედის ქალაქის ქუჩებზე წყლის მაგისტრალების რეაბილიტაცია. ასევე, ორი რეზერვუარისა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. გარდა ამისა, - დაზიანებული გზების საფარის აღდგენა და აბონენტთა გამრიცხველიანება.
პროექტის დასრულების შემდეგ ტყიბულის მოსახლეობა მაღალი ხარისხის სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.
მარი ბაბუხადია
tadalafil 10 mg - tadalafil tablets tadalafil online pharmacy