მერიის ყოველკვირეული თათბირი

    ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გამართულ ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე უძღვებოდა. სხდომას მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორივილი, სამსახურების უფროსები, ა.(ა).ი.პ-ების დირექტორები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  მერმა თათბირის დასაწყისში კულტურული და სპორტული ა.(ა).ი.პ-ების რეორგანიზაციის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. თემურ ჩუბინიძემ ორგანიზაციების კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორი, თამარ ლაფერაძე და სპორტული ცენტრის დირექტორი, ვალერ კობახიძე წარადგინა და წარმატებები უსურვა მათ.

  სამსახურების უფროსებმა და ა.(ა).ი.პ-ების დირექტორებმა ერთი კვირის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ წარმოადგინეს ინფორმაცია.

  სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძრვანელმა ისაუბრა 2018 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებზე. მათ შორის ქალაქში და სოფლების მიმართულებით გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაციისა და სოჩხეთში, გურნასა და ჯვარისაში საბავშვო ბაღების მოწყობის მიმდინარეობის შესახებ. აქვე აღინიშნა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდგომაც  შესაბამისი ღონისძიებები იქნება გატარებული.

  მოსმენილ იქნა ინფორმაცია 2019 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც. კერძოდ სოფლების მიმართულებით დაწყებული გზების მოწყობის გაგრძელების, ქალაქის მასშტაბით შიდა საუბნო გზების, არსებული საბავშვო ბაღების,  სპორტული მოედნების რეაბილიტაციისა   თუ სხვათა შესახებ.

  ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ქალაქის იერსახის გალამაზების მიზნით  მესაკუთრეთა მხრიდან სხვადასხვა კერძო ობიექტების ვიზუალური მხარისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების საკითხებზე  გააკეთა აქცენტები.

  მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსმა კი, კულტურის ობიექტების გაერთიანებასთან და სპორტულ ცენტრთან ერთობლივად განსახორციელებელ კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჩემპიონატი მინი ფეხბურთში  საწირეში 17 აგვისტოს დაიწყება და დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კომუნალური გაერთიანების დირექტორმა წარმოადგინა ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების, მათ შორის მიუსაფარი ძაღლების გაყვანის, ქალაქის  მთელ ცენტრალურ ზოლში ბოძების შეღებვის, სოფლებისათვის სპეტექნიკის თვალსაზრისით დახმარების გაწევისა და სხვა აქტივობების შესახებ.

მარი ბაბუხადია

2 thoughts on “მერიის ყოველკვირეული თათბირი

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.