მაჟორიტარი დეპუტატი შეკრებილ მეშახტეებს შეხვდა

  ტყიბულში, ქალაქის ცენტრში, კარლო ლომაძის სახელობის მოედანზე, კონკრეტული მოთხოვნებით შეკრებილ მეშახტეებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, მუნიციპალიტეტის მერთან, თემურ ჩუბინიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნატალია კობახიძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა პასუხისმგებელ პირებთან და „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორთან, ჯამბულ ჯაყელთან, ერთად შეხვდა.

   შეკრებილებს მაჟორიტარი დეპუტატი ესაუბრა. იგი მათ ამ მოთხოვნების ცენტრალური ხელისუფლებისა და „საქნახშირის“ მეპატრონისათვის გაცნობას, ტყიბულის შახტში დასაქმებულთა ინტერესების დაცვასა და გვერდითგომას დაჰპირდა.

   აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნაა: შახტის ადმინისტრაციის შეცვლა, საგამოძიებო პროცესის დასრულების შემდეგ მუშაობის აღდგენა და მისი გაგრძელება უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

  ,, - სწრაფ რეჟიმში მუშაობს ცენტრალური ხელისუფლება. მთავრობის ადმინისტრაციაში იყო შეხვედრა, რომელსაც მეც ვესწრებოდი. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და გეგმა ასეთია: სრულყოფილი შესწავლა არსებული სიტუაციის, რომლის შემდეგ მიიღება სათანადო გადაწყვეტილებაც“ - განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ.

   დღის ბოლოს, ელგუჯა გოცირიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შახტში დაღუპულ მეშახტეთა ოჯახებში მივიდა და მათ სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა.

მარი ბაბუხადია

2 thoughts on “მაჟორიტარი დეპუტატი შეკრებილ მეშახტეებს შეხვდა

  1. Уведомление: bahis siteleri
  2. Уведомление: 3surface

კომენტარები გამორთულია