მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, „საქნახშირის” მონიტორინგის შედეგებით დაინტერესდა

  ტყიბულის ეკონომიკის ძირითად დარგს ქვანახშირის მრეწველობა წარმოადგენს. საბადოს აღმოჩენა _ 1825 წელს, ხოლო მისი ექსპლოატაცია _ 1846 წლიდან დაიწყო. საბჭოთა პერიოდში ნახშირის მომპოვებელი ოთხი შახტი ფუნქციონირებდა, შემდგომ წლებში კი პრაქტიკულად შეწყდა და რამდენიმე წლის განმავლობაში იგი დახურული იყო. 2006 წლიდან აღდგენილია მინდელისა და ძიძიგურის მაღაროების საქმიანობა, რომელსაც კერძო მეპატრონე, „ჯი-აი-ჯი ჯგუფის” სახით, უწევს პატრონაჟს. ამ საწარმოს ბევრი პრობლემის ქვეშ უწევს არსებობა.
მუშათა საყოველთაო 16 დღიანი გაფიცვა, რომელმაც თებერვლის თვეში მთელი ქალაქი მოიცვა „საქნახშირის” ხელმძღვანელობის მიმართ მოთხოვნათა მთელ რიგ ჩამონათვალს ითვალისწინებდა. ბიზნესომბუცმენის, გიორგი გვახარიას, ჩართულებამ, დავაში დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის, რომელიც პრემიერმინისტრის დავალებით ჩემოვიდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით, შედეგი გამოიღო. გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც გარკვეულ პუნქტებს ითვალისწინებდა: ხელფასის მომატება, მეშახტეთა უსაფრთხოების ნორმების დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, ამ მუხლების შესრულებაში ასევე უნდა ჩართულიყო ინსპექტირების კომისია, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელთაც საკითხების შესწავლის შედეგად გარკვეული რეკომენდაციები უნდა გაეცათ. 13 მონიტორის ოთხდღიანი შემოწმების შემდეგ მომზადებულია 40 გვერდიანი დასკვნა, რომელიც უკვე გადაეცა დამსაქმებელს.
დღეს „საქნახშირს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს, რომელიც როგორც მეშახტეები ახასიათებენ წინა ხელმძღვანლისაგან კომუნიკაბელურობითა და მეტი გულისხმიერებით გამოირჩევა. როგორც ბატონი ჯამბული ჩვენთან საუბარში აცხადებს, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვანახშირის მოპოვების გაზრდა და ახალი ტექნოლოგიური დანადგარებით მეშახტეთა შრომითი პირობების გაუმჯობესებაა, რისთვისაც ის მის შესაძლებლობებს არ დაიშურებს.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, გამგბელი, რობიზონ გვენეტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მეშახტეთა პრობლემების მოგვარების საქმეში, ამჯერად „საქნახშირის” ახალ გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს, შეხვდნენ და ქვანახშირის მრეწველობის დარგში მიმდინარე პროცესების დღევანდელი ვითარებით დაინტერესდნენ.
ოფიციალური შეხვედრა ჯერ ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციაში შედგა და ამის შემდეგ ისინი ტექნიკურ დირექციასთან ერთად, სპეციალური ვაგონით, მინდელის სახელობის შახტში, 300 მეტრ სიღრმეზე, ჩავიდნენ, სადაც ისინი, ყველაზე მძიმე პროფესიის ადამიანების, მეშახტეების სამუშაო პირობებს გაეცვნენ.

ნანა რაზმაძე

კომენტარები გამორთულია