კურსების სკოლის ფეხბურთელები რეგიონულ თამაშებში იასპარეზებენ

  ტყიბულში, საქართველოს სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფარგლებში, მინი-ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა. აქტივობა სპორტის სასახლეში მოეწყო. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ქალაქის N1, N4, N6, N7, ასევე, სოფლების: გელათის, ორპირის, კურსებისა და საწირის საჯარო სკოლების წარმომადგენლებისაგან შემდგარი, 2002-03-04 წლებში დაბადებული მოსწავლე ვაჟებისაგან დაკომპლექტებული, სულ 8 ჯგუფი. თითოეული 5 ძირითადი მოთამაშით (მეკარის ჩათვლით) ასპარეზობდა. გუნდური ხასიათის ტურნირის თითოეული მატჩი ორი, 10 წუთიანი, ტაიმისა და ხუთწუთიანი შესვენებისგან შედგებოდა.

  შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, სპორტული ცენტრის, ასევე, საჯარო სკოლების წარმომადგენლები და სხვა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

   ფინალში ერთმანეთს N1 და კურსების საჯარო სკოლების წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც კურსების სკოლის გუნდმა გაიმარჯვა და მან რეგიონულ თამაშებში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

  შეჯიბრს ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია. საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადება და მსაჯების შერჩევა სპორტულმა ცენტრმა უზრუნველყო.

მარი ბაბუხადია

IMG_4818+ IMG_4832+ IMG_4843+ IMG_4848+ IMG_4849+ IMG_4856+ IMG_4963+ IMG_4971+ IMG_4979+

კომენტარები გამორთულია