კურსდამთავრებულთა გამოფენა სამხატვრო სკოლაში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლაში კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

  საგამოფენო სივრცე სხვადასხვა მიმდინარეობის ასზე მეტ ნახატს-ფერად კომპოზიციებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს, ჰქონდა დათმობილი. განსაკუთრებული ინტერესი და აღფრთოვანება კი სიურეალისტურმა ფერწერამ გამოიწვია.

  გარდა სახვითისა დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა გამოყენებითი ხელოვნების, მათ შორის, თექის, ბატიკისა და ვიტრაჟის, ნიმუშებს. აქ წარმოდგენილი იყო ასევე, ორნამენტები, თიხის მინიატურული ქანდაკებები და სხვა.

  დირექციამ და გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს, სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია