2017 წლის 17 ივნისს, ქ. ქუთაისში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამართავს რეგიონალურ კონფერენციას თემაზე - „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.“ მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნულ რეგიონებში ტურიზმის სფეროს განვითარებით. მონაწილემ უნდა წარადგინოს ნაშრომი 5-10 ფურცლის მოცულობით, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში ასახული რვა მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას.
- ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა.
- ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით.
- ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვა მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან, შიდა ტურიზმის სტიმულირება.
- კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით.
- ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურესების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური ავთენტურობის გამოცდილების შექმნა.
- საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, დაცვა და წარმოჩენა.
- მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების მასშტაბის გაფართოება და გაუმჯობესება.
- პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
გამარჯვებული ნაშრომები დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კრებულში. ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატები.
ნაშრომები, ა/წ 5 ივნისამდე, უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tourism conference@gnta.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა
კომენტარები გამორთულია