N6 საჯარო სკოლაში წმინდანად შერაცხული მეფის, დავით IV აღმაშენებლის, ხსენების დღისადმი მიძღვნილი ისტორიული თხზულების წერის კონკურსი გაიმართა. მასში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის როგორც ქალაქის, ისე - სოფლების საჯარო სკოლების IX, X, XI, XII კლასებიდან შერჩეული 27 მოსწავლე.
საკონკურსო თემების ჩამონათვალი იყო: „დავითი რეფორმატორი“; „დავითი მთავარსარდალი“; „ძლევაი საკვირველი - დიდგორის ბრძოლა“; „გასწიე იგი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“; ,,დავითი მწიგნობარი“.
კონკურსის ხანგრძლივობა 3 საათით განისაზღვრებოდა. მონაწილეებს კი, - შტრიხკოდიანი სამუშაო ფურცლები დაურიგდათ. ნაშრომები სპეციალური ჟიურის მიერ იქნა შეფასებული, რომელთა შემადგენლობაში ისტორიისა და ასევე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები იყვნენ. გამარჯვებულები გამოვლინდნენ:
I ადგილი - ანა გოგიაშვილი - (N6 საჯარო სკოლა, X კლასი)
II ადგილი - ქრისტინე მიქიაშვილი - (N5 საჯარო სკოლა, XII კლასი)
III ადგილი - სოფიო ჩაფიძე - (N5 საჯარო სკოლა, XII კლასი),
ანა გვეტაძე - (N6 საჯარო სკოლა, XI კლასი).
გამარჯვებულ მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია გელათის მონასტრის აკადემიის დარბაზში მოეწყობა, აქვე გაიმართება მათი ფულადი პრიზებით დაჯილდოებაც.
კონკურსი მიზნად ისახავდა: დავით აღმაშენებლის, როგორც უძლიერესი ქართველი მონარქის პატივგებას; წმინდა მეფის ეპოქის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების, ისტორიული მემკვიდრეობის თაობიდან თაობაზე გადაცემის ტენდენციის შენარჩუნებას; ისტორიული, კულტურული და ეროვნული ფასეულობების მნიშვნელობის გააზრებას; ქართული ტრადიციებისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას; თხზულების წერის კულტურის შენარჩუნებას, თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებასა და არგუმენტირების უნარების განვითარების ხელშეწყობას მოსწავლე-ახალგაზრდობაში.
ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
მარი ბაბუხადია
canadian pharmacy tadalafil - site buy tadalafil 20mg price
finasteride hairline - http://finasteridepls.com/ what is propecia used for
crackhead propecia - hair growth pills propecia does propecia thicken hair