ინფრასტრუქტურის მინისტრი ტყიბულში ვიზიტად იმყოფებოდა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორთან, გიორგი ჭიღვარიასთან, ერთად, ჩვენს ქალაქში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, მიიღო. მათ, პირველ რიგში, ქალაქგარეთ არსებული ე.წ. ნაგავსაყრელი დაათვალიერეს, შემდეგ კი მასშტაბური ინფრასტრუქტურული ობიექტი, სპორტის სასახლე, მოინახულეს. მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში ხელშეწყობასაც დაჰპირდა.

ნათია მურუსიძე

104 thoughts on “ინფრასტრუქტურის მინისტრი ტყიბულში ვიზიტად იმყოფებოდა

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.