ინტელექტუალური თამაშის ჩემპიონი N1 სკოლის გუნდია

  ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ტრადიციულად, რამდენიმე წელია, ინტელექტთამაშს - „რა? სად? როდის?“, ატარებს, რომლის გამარჯვებულიც, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, N6 საჯარო სკოლის გუნდი იყო.

  წლევანდელი კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა N1, N5, N6, საწირისა და გელათის საჯარო სკოლების ნორჩმა ინტელექტუალებმა მიიღეს. 8 შეკითხვიდან 6 სწორი პასუხით 2016 წლის ქალაქის ჩემპიონის ტიტულისა და გარდამავალი თასის მფლობელები პირველსკოლელები გახდნენ.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია