იმერეთში მოწამეთობა აღინიშნა

  მართლმადიდებელი მრევლი, ქართველი წმინდანების, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებულად აღინიშნავს. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. მოწამეთის მონასტერში წირვა ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, რუსთავის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა აღავლინა.

  საზეიმო წირვა-ლოცვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, მოადგილეებთან ერთათ ესწრებოდა.

  მოწამეთობის დღესასწაულზე მორწმუნეები იმერეთის მხარეს საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც სტუმრობენ.

  გადმოცემის თანახმად, ტაძარი იმ ადგილზეა აგებული, სადაც მურვან ყრუმ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე აწამა.

1 კომენტარი “იმერეთში მოწამეთობა აღინიშნა

  1. Уведомление: bahis siteleri

კომენტარები გამორთულია