3.ილია-სულამანიძე

ილია სულამანიძე სამგზის ჩემპიონია!

  ახალციხეში გამართულ საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში, 2000-01 წ.წ დაბადებულთა შორის, ტყიბულის სპორტული ცენტრის აღსაზრდელი, 15 წლის, ილია სულამანიძე, 17 წლამდე ასაკის მონაწილეთა შორის, 4 შეხვედრიდან 4 მოგებით, ამჯერად უკვე მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

  სასიხარულოა, რომ წარმატებულად იასპარეზა, ასევე, ილიას ძმამ შალვა სულამანიძემ, მან ამავე წონით კატეგორიაში III საპრიზო ადგილი მოიპოვა. ისინი საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციისაგან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.0

  სპორტსმენები ჩემპიონატისათვის მოამზადეს სპორტული ცენტრის მწვრთნელებმა: გია ობოლაძემ, გრიგოლ სოფრომაძემ, ირაკლი მერკვილაძემ, შალვა ბიბილაშვილმა.

მარი ბაბუხადია