123

თემურ ჩუბინიძე მუხურაში გზის რეაბილიტაციას გაეცნო

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარით მოწყობის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა. თემურ ჩუბინიძე ამ დროისათვის შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებს დეტალურად გაეცნო, ასევე, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს, დასაქმებულებსა და მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილზე იმყოფებოდნენ მუხურის მაჟორიტარი დეპუტატი, როლანდ არსენაშვილი და მერის წარმომადგენელი, ზაზა ყვავაძე.

  აღნიშნული მონაკვეთი ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელი არსებული ბეტონსაფარიანი გზის გაგრძელებაა, რომლის დიდი ნაწილის რეაბილიტაციაც გასულ წლებში განხორციელდა. ამჟამად, აქ 550 გრძივი მეტრი, 5 მ სიგანის, ბეტონის საფარი, გარდა ამისა, შესაბამისი სანიაღვრე არხები და გვერდულები, მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 113 ათას 432 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მიმდემი“ ასრულებს, რომელიც 20 ივლისიდან დაიწყო და სავარაუდოდ, ერთ კვირაში უნდა დასრულდეს. ხოლო 2019 წლისათვის კი, ბეტონი ტყიბული-მუხურის გზის სოფლის ცენტრამდე დარჩენილ 500 გრძივ მეტრ მონაკვეთზეც დაიგება.

 რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე წელს მოხდება მუნიციპალიტეტის 15 სოფლის (მუხურა, საწირე, ბზიაური, ძიროვანი, ძუყნური, ჯვარისა, ციხია, გურნა, ძმუისი, სოჩხეთი, ცუცხვათი, წყნორი, ხრესილი, ორპირი, კურსები), სულ 19 მიმართულებით, მთლიანობაში 10 კმ-მდე გზის,  ბეტონისსაფარით რეაბილიტაცია. პროექტის განსახორციელებლად 1 მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯება.

მარი ბაბუხადია