qvelmoqmedeba

თეატრში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

    თეატრმა სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი მოაწყო. აქვე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ხატების გამოფენა-გაყიდვა.

  ქველმოქმედებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს: მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ და „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა - 500-500 ლარით, ს.ს „ევექსის“ ტყიბულის ფილიალის დირექტორმა, იური ელიაშვილმა - 250 ლარით, ინდ. მეწარმე თენგიზ ბუბაშვილმა - 300 ლარით, გამგეობის თანამშრომლებმა - 500 ლარით, მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელისო ჩაფიძემ, ასევე, სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებმა და ინდივიდუალურმა პირებმა. ამ დღეს ტყიბული სიკეთით გაერთიანდა და შეგროვებული 2 900 ლარი ბერი ანდრიას სახელობის ფონდის თავმჯდომარეს, თინათინ ჩხვიმიანს, გადაეცემა, რომელიც მძიმე სენით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობას მოხმარდება.

  ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი: საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, „ცხრაჯვარი“ და „ოკრიბა.“ ასევე, - თეატრის მუსიკალური ჯგუფი და სხვადასხვა სოლოშემსრულებლები.

მარი ბაბუხადია