თეატრმა მაყურებელს „წყნარი ღამის“ პრემიერა წარმოუდგინა

  მუნიციპალიტეტის თეატრმა მაყურებელს „წყნარი ღამის“ პრემიერა წარმოუდგინა. ჰარალდ მიულერის ერთმოქმედებიანი დრამა დირექტორის, ლალი კუბლაშვილის, რეჟისორობით დაიდგა, რომელშიც მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი როლები დასის მსახიობებმა, ნათია ხაბურზანიამ და სანდრო ბუცხრიკიძემ, ითამაშეს.

წარმოდგენას ესწრებოდნენ: გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, ხელოვნების თაყვანისმცემლები, ჩვენს ქალაქში სტუმრად მყოფი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი, ლევან ბიბილეიშვილი და პავლე აბულაძე - ბაღდათის სახალხო თეატრის რეჟისორი.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია