მუნიციპალიტეტის თეატრმა დედისა და ქალთა დღეებს ღონისძიება მიუძღვნა. თეატრალიზებულ შემოქმედებით საღამოზე პოეზიის ნიმუშების, მუსიკალური კომპოზიციების, ვოკალური და იუმორისტული ნომრების გემოვნებიანი ნაზავი, თემატური დეკორაციების ფონზე, მონაწილეებმა შთამბეჭდავად მიაწოდეს მაყურებელს და ნამდვილი საგაზაფხულო ზეიმი მოუწყვეს მათ.
კონცერტი გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხარდაჭერით განხორციელდა.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია