თაბუკაშვილის ქუჩის კეთილმოწყობისათვის 1 მილიონ 100 ათასი ლარი დაიხარჯება

   ტყიბულში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, არსებულ გზაზე მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაობზე მონიტორინგი განახორციელა.

  პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მიმართულებით, მოხდება თითქმის, ერთ კილომეტრამდე გრძივი მეტრი, 20 სმ-იანი სისქისა და საშუალოდ, 8 მეტრის სიგანის არმირებული ბეტონის საფარის დაგება. გარდა ამისა, მთელ პერიმეტრზე, მოეწყობა თანამედროვე ტიპის გარე განათებების სისტემა, მგზავრებისათვის განკუთვნილი ორი ერთეული მოსაცდელი, გზის ორივე მხარეს კი - სანიაღვრე არხები, ასევე, წყალშემკრებები, ხიდ-ბოგირები, ბორდიურები, ტროტუარები, ხოლო მიმდებარედ არსებულ სარკინიგზო გადასასვლელთან განხორციელდება კიბის საფეხურისა და მოაჯირების რეაბილიტაცია. მოწესრიგდება დაზიანებული საყრდენი კედლები.

 აღსანიშნავია, რომ აქ არსებულ მონაკვეთზე გზის საფარი რამდენიმე ათეული წლის წინ მოეწყო და მას შემდეგ იგი არ შეკეთებულა.

  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 1მილიონ 100 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,,მიმდემი“ ასრულებს, რომელიც  ნოემბრის თვეში დასრულდება.

მარი ბაბუხადია

203 thoughts on “თაბუკაშვილის ქუჩის კეთილმოწყობისათვის 1 მილიონ 100 ათასი ლარი დაიხარჯება

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.