თაბუკაშვილის ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

  ტყიბულში თაბუკაშვილის ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებული შესრულებული და მიმდინარე სამუშაოებით მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, დაინტერესდნენ და მათ ადგილზე მისვლით გაეცვნენ.

  პროექტი რ.გ.ფ.-ის დაფინანსებით, მილიონ 100 ათასი ლარის ღირებულებით, ხორციელდება. სამუშაოებს კი, ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „მიმდემი“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში აღნიშნული გზის მიმდებარედ, ასევე, მოხდა 90 მ. სიგრძისა და 2 მ. სიმაღლის საყრდენი კედლის მონოლითური რკინა-ბეტონით მოწყობა, გარდა ამისა, სარკინიგზო გადასასვლელთან კიბის საფეხურებისა და მოაჯირების რეაბილიტაცია და ქუჩის გასწვრივ მდებარე საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულების ფასადების შელესვა-შეღებვა.

  აქ მთლიანობაში 960 გრძივი მეტრი კაპიტალური ბეტონისსაფარიანი არმირებული გზა კეთდება, მის ორივე მხარეს თანამედროვე ტიპის გარე განათებების სისტემა, სანიაღვრე არხები, ასევე, ხის ბოგირები, ტროტუარები და ბორდიურები მოეწყობა.

  შემსრულებელი კომპანიის, „მიმდემის,“ წარმომადგენლის თქმით, სამუშაოების 95% სავარაუდოდ თვის ბოლოსათვის დასრულდება.

  მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი ადგილობრივია.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია