01

„ვეფხისტყაოსანი“ _ ცხოვრების წიგნი

  შემოქმედებითი კავშირის, „გარას,“ პროექტის ფარგლებში, მისი წარმომადგენლის, გია კუბლაშვილის, ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის დარბაზმა უმასპინძლა. აღნიშნული პროექტით მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი ფესტივალი, კონცერტი თუ სხვა ტიპის საღამო გამართულა. ამჯერად ორგანიზატორებმა თემად რუსთაველის 850 წლის იუბილე აირჩიეს და „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ ლექცია-სემინარი მოაწყვეს, რომელსაც თბილისის დიდი დიღმის რაიონის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გურამ ოთხოზორია, უძღვებოდა.

ნათია მურუსიძე