001

„ვამთავრებთ თამაშს, ვიწყებთ სწავლას“

  ილია II-ის სახელობის საბავშვო-სასულიერო თეატრ-სტუდიის აღსაზრდელებმა მუნიციპალიტეტის თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ, გასართობი პროგრამა წარმოადგინეს, სახელწოდებით - „ვამთავრებთ თამაშს, ვიწყებთ სწავლას.“ გუნდურ თამაშებზე აგებულმა პაექრობამ მოზარდ მაყურებელს საკმაოდ ხალისიანი და მხიარული განწყობა შეუქმნა. სიუჟეტი ვეფხვების მიერ პატარებისათვის წართმეული თეატრ-სტუდიის ჯადოსნური გასაღების დაბრუნებას ითვალისწინებდა, რისთვისაც მათ სხვადასხვა დავალებები უნდა  შეესრულებინათ. ჯამბაზები კიკი და კოკო კი, ბავშვებს ამ სირთულეების გადალახვაში ეხმარებოდნენ. მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, იმპროვიზაციის უნარის გამოყენებით, ასევე, სტუდიის კედლებში მიღებული ცოდნის წყალობით ბავშვები, ცალკეული მინიშნებების მოსაპოვებლად, გუნდებად დაყოფილნი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მათ დაგალახეს ზღაპრული მდინარე, გაიარეს დანაღმული ველი, ფეხზე ჩაცმული ბაბაჯანებით დალაშქრეს ალპური მთა და მოიპოვეს კითხვები მინიშნებებისთვის, რითაც საბოლოოდ შეკრეს ჯადოსნური წინადადება: კაბადოკიელი ქალწული წმინდა ნინო ჯავახეთიდან საქართველოში  IV საუკუნეში შემოვიდა. აღნიშნული თემა სტუდიის მიერ რამდენიმე თვის წინ წარმოდგენილ ერთმოქმედებიან ლიტერატურულ სპექტაკლს, „ჯვარი ვაზისას,“ უკავშირდება, რის შემდეგაც პატარებმა ფოკაშიც იმოგზაურეს და საკუთრი თვალით ნახეს ის ადგილბი, საიდანაც პირველად შემოდგა ქართულ მიწაზე კაბადოკიელმა ქალწულმა, წმინდა ნინომ, ფეხი.

  აღსანიშნავია, რომ საბავშვო-სასულიერო თეატრს რეჟისორი, ლალი კუბლაშვილი, ასისტენტ, ნათია ხაბურზანიასთან, ერთად ხელმძღვანელობს. ცოტა ხნის წინ, მათ პატარებთან და მათ მშობლებთან ერთად დედა-ღვთისას მონასტრის ტერიტორიის დასუფთავების აქცია მოაწყვეს, რომელიც სანდრო ბუცხრიკიძის სახელთან დაკავშირებული საქველმოქმედო კამპანია იყო. თითოეულს მარჯვება ხელზე ჰქონდა წარწერა - „დღეს მე ვარ სანდრო.“

  დღეისათვის სტუდია, 6-დან 12 წლამდე ასაკის, 26 აღსაზრდელს ითვლის, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია მეტყველებას, სინთეზურ გუნდურ მუშაობას, ემოციის გამოხატვისა და იმპროვიზაციის უნარებს, თანამედროვე მეთოდით, თამაშის პრინციპეპზე დაყრდნობით, ეუფლება. ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, თეატრს განვითარებისათვის, ამასწინ, 10 ათასი ლარი საჩუქრად გადასცა. უკვე მეორე ახალი ჯგუფიც კომპლექტდება, სადაც პატარებს საინტერესო გამოწვევები ელით.

ნათია მურუსიძე

002 003 004 005 006 007 008 009 010 011